ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია, მინისტრების 80% არ ეწევა – ფაშინიანი

13 სექტემბერი, 2019 • 2281
სომხეთის მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია, მინისტრების 80% არ ეწევა – ფაშინიანი

“სომხეთის მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია, მთავრობის წევრთა 80% და გუბერნატორთა 100% არ ეწევა, ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია”, –  აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთში თამბაქოს მოხმარებაზე ახალ კანონს ეხმაურება.

როგორც ფაშინიანი ამბობს, თავად 2004 წელს დაანება მოწევას თავი და ამით “ძალიან ამაყობს”.

სომხეთში “თამბაქოს ნაწარმისა და მისი შემცვლელი სახეობების გამოყენებისას ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცირების” შესახებ კანონი მიიღეს.

კანონი კრძალავს ღია და ნახევრად დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საბავშვო მოედნებზე, გამაჯანსაღებელ, კულტურულ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას, ასევე, თამბაქოს ნაწარმის რეკლამის შეზღუდვასა და მის გაყიდვაზე დაწესებულ რეგულაციებს ითვალისწინებს.

მსგავსი რეგულაცია საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა,  მოწევას კრძალვს შენობა–ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი