ახალი ამბები

“გვექნება ბევრი საუბარი, თუნდაც- კამათი” – მდინარაძე სენატორებზე

30 იანვარი, 2020 •
“გვექნება ბევრი საუბარი,  თუნდაც- კამათი” – მდინარაძე სენატორებზე

პარლამენტში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ფაქტი, რაც სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის, კრიტიკას დაედო საფუძვლად, ბუნებაში არ არსებობს. თალაკვაძის თქმით, ისინი ეცდებიან, რომ ამერიკელ კანონმდებლებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

“ბუნებაში არ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რაც სამწუხაროდ, კრიტიკას დაედო საფუძლად. მაგალითად; ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ ციხეში გაუშვებს – ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა. მეორე, როცა საუბარია, რომ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დაშლა მოხდაო… მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, კრიტიკას საფუძვლად რამდენიმე არასწორი ფაქტი დაედო. რა თქმა უნდა, კრიტიკა ძალიან ცუდია, როცა არასწორ ფაქტებზე დამყარებით ხდება და ჩვენ ამის აღმოფხვრაზე ინტენსიური კომუნიკაციის დროს გვექნება ბევრი საუბარი, ბევრი, თუნდაც კამათი ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით, ფაქტობრივ გარემოებებზე უფრო ზუსტი  და კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეთ, მათ შორის -ვიდეომტკიცებულებები”, – განაცხადა თალაკვაძემ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობას წერილი წუხელ გაუგზავნეს.

წერილის შეინაარსის მიხედვით, სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების არ შესრულებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნასა და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი