ახალი ამბები

“ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, პარტნიორობას არაფერი ემუქრება” – გახარია

30 ივლისი, 2020 • 950
“ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, პარტნიორობას არაფერი ემუქრება” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგილ პარტნიორობას არაფერი ემუქრება, ისევე, როგორც არაფერი ემუქრება ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში.

კონგრესმენების ნაწილის კრიტკაზე კი, რომლებმაც წერილით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართეს, გახარია აცხადებს, რომ აშშ-ში პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანია და “ზოგი კონფრესმენი შეაქებს საქართველოს, ზოგი კი გააკრიტიკებს”:

“ამერიკული პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვაა. მე გუშინ მივიღე ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან ძალიან კარგი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატებები. ამიტომ იქ, კონკრეტულ შემთხვევებში, სხვადასხვა მოტივი არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი.  გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც უაღრესად პოზიტიური და უაღრესად მომავალზე ორიენტირებულია და რომლის ძირითადი აქცენტები იყო, რამდენად ფასეულია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა”, – ამბობს გახარია.

მისივე თქმით, საქართველო-ამერიკის პარტნიორობა მყარია და კიდევ უფრო გამყარდება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად.

“რაც შეეხება სუბიექტურ რეალობას და რეალობის მოდელირებას, რეალობის მოდელირებით, როდესაც ვიღაცები ცდილობენ ქვეყნაა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და საქართველოში ამერიკული ბიზნესის ინტერესებს არაფერი ემუქრება” ,- ამბობს გახარია.


კონგრესმენებმა წერილი მაიკ პომპეოს 27 ივლისს გაუგზავნეს. წერილში ისინი ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მაიკ პომპეოს სწერენ, რომ ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა.

კონგრესმენები პომპეოს სწერენ, რომ მომავალში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განსაკუთრებით კი — პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, გაიხსენოს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს.

დეტალურად ამ თემაზე იხილეთ:

რუს ოლიგარქ ივანიშვილის შემდეგ საქართველოში რეგრესია – კონგრესმენების წერილი პომპეოს

მასალების გადაბეჭდვის წესი