ახალი ამბები

„აცდენილია რეალობას“ — ირაკლი ბერაია კონგრესმენების წერილზე

30 ივლისი, 2020 • 1369
„აცდენილია რეალობას“ — ირაკლი ბერაია კონგრესმენების წერილზე

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას აზრით, წერილი რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 6-მა წევრმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოსთან დაკავშირებით გაუგზავნა, „უსაფუძვლოა“.

„ეს არის მორიგი უსაფუძვლო წერილი, რომელსაც ხელს აწერს კონგრესმენი [მარკუეინ] მალინი, არც არის მისი მხრიდან გასაკვირი, ეს არის „ფრონტერას“ მხარდამჭერი მესიჯბოქსის გაგრძელება მისი მხრიდან.

წერილში ჩამოთვლილი ფაქტები, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს გასაკვირი არ არის. ერთ-ერთი დეტალი ,რაც წერილშია მითითებული, რომ თურმე საქართველოში არ განხორციელებულა საარჩევნო რეფორმა, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ წერილი შინაარსობრივად აბსოლოტურად აცდენილია რეალობას“, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.


კონგრესმენებმა წერილი მაიკ პომპეოს 27 ივლისს გაუგზავნეს. წერილში ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მაიკ პომპეოს სწერენ, რომ ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა.

კონგრესმენები პომპეოს სწერენ, რომ მომავალში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განსაკუთრებით კი — პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, გაიხსენოს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს.

დეტალურად ამ თემაზე იხილეთ:

რუს ოლიგარქ ივანიშვილის შემდეგ საქართველოში რეგრესია – კონგრესმენების წერილი პომპეოს

მასალების გადაბეჭდვის წესი