ახალი ამბები

კონგრესიდან ნებისმიერი შეშფოთება სერიოზულად უნდა იყოს აღქმული – დეგნანი

31 ივლისი, 2020 • 1367
კონგრესიდან ნებისმიერი შეშფოთება სერიოზულად უნდა იყოს აღქმული – დეგნანი

“მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეშფოთება თუ მესიჯი, რომელიც მოდის კონგრესიდან, აღქმული იყოს სერიოზულად”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კონგრესმენების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსადმი მიწერილი წერილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ჟურნალისტებმა დეგნანს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა, რომ ამერიკის პარტნიორი ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერი მოხსენიებულია „რუს ოლიგარქად?

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში მკაფიო დაყოფაა ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ გავაკეთო  განცხადება უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის წერილზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეშფოთება თუ მესიჯი, რომელიც მოდის კონგრესიდან, იყოს აღქმული სერიოზულად, რადგან ეს ადამიანები დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს და ზრუნავენ მის წარმატებაზე. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ექვსი თვის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა როგორც “ქართული ოცნების”, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც არიან ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგულნი და აკეთებენ ყველაფერს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობასა და განვითარებას, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკელი კონგრესმენები – ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, ბრაიან ბაბინი, მარკვეინ მალინი, უილ ჰარდი და რენდი ვებერი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მაიკ პომპეოს სწერენ, რომ ივანიშვილის და მისი “ქართული ოცნების”  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა.

რუს ოლიგარქ ივანიშვილის შემდეგ საქართველოში რეგრესია – კონგრესმენების წერილი პომპეოს

მასალების გადაბეჭდვის წესი