თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000–ზე ქვემოთაა. ასევე, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.


გარდა ამისა, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებიც, რომელთაც რეგისტრაციის პროცესში „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლები დაეხმარებიან.

 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამისად, იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველი ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში, დარეგისტრირებას 8 დამატებითი ადგილების შესაქმნელად კატეგორიაში 8 ივლისიდან შეძლებენ.


თბილისის მერიის ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე ბაგა-ბაღების გამოუყენებელ ოთახებში ახალი ჯგუფების გახსნით დამატებით 3500-ზე მეტი ბავშვის მიღება მოხერხდა.


“თუ 2014 წლის სექტემბრამდე ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 49500-მდე იყო, წელს 53500-ზე მეტია. ახალი ჯგუფების გარემონტება გაგრძელდება ზაფხულშიც. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის გასავლელად საბავშვო ბაღის 4750-მდე აღსაზრდელი ბაღებში რჩება, ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, 10 000-მდე ბავშვის მიღება მოხდება. ასევე, დაწყებულია 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქედან მოსკოვის გამზირზე 500 ბავშვზე გათვლილი მშენებარე #128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სექტემბრის თვიდან შევა ექსპლუატაციაში. ახალი სააღმზრდელო წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ჩუღურეთში, კიევის ქ. N2-ში, წინა წლებში დახურული #132-ე ბაგა-ბაღიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული #56-ე ბაგა-ბაღის აღდგენითი სამუშაოებიც, რომელიც სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში” – აცხადებენ თბილისის მერიაში. 


თბილისის მერიის ინფორმციით, გასულ წლებში ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად თბილისის მერიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მოხდა სარეგისტრაციო პროგრამის შემოწმება, რათა ხარვეზები მინიმუმამდე შემცირდეს.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *