ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოსთან რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

30 იანვარი, 2020 • 1944
საქალაქო სასამართლოსთან რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმე უნდა განიხილონ, მისი მხარდამჭერების აქცია გაიმართა.

„გიორგი რურუა პოლიტპატიმარია“, – ამ შეძახილებითა და წარწერებით აქციის მონაწილეები რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი ამბობენ, რომ რურუას პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

„გიორგი რურუა არის კლასიკური პოლიტპატიმარი, ყველა ნიშნით – მისი პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის გამო მის წინააღმდეგ თავხედურად მოხდა საქმის ფაბრიკაცია და წინასწარ პატიმრობაში დატოვება. იმიტომ, რომ მიიჩნიეს, რომ ის საშიშია ხელისუფლებისთვის“, – ამბობს ჟურნალისტებთან გიგა ბოკერია.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებშიც იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნომებერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი