ახალი ამბები

1-დან 7 ივლისის ჩათვლით სამგორის რაიონის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება

30 ივნისი, 2015 •
1-დან 7 ივლისის ჩათვლით სამგორის რაიონის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება

კომპანიის განცხადებით, 1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით სამგორის რაიონის ზოგიერთ დასახლებას წყალმომარაგება შემდეგი განრიგის მიხედვით შეუწყდება:

 

20:00-დან  10:00 საათამდე: დიდ ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, საქნავთისა და ლილოს დასახლებებს, სოფ. გამარჯვებისა და ვარკეთილის მეურნეობის ნაწილს,   ვაზიანის სამხედრო ბაზას.

 

ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 11:00-დან 20:00 საათამდე: ორხევის, სამხედრო და აეროდრომის დასახლებების ნაწილს, ზემო პლატოს და ალექსეევკის დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას.

 

ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 12:00-დან 20:00 საათამდე: ვაზისუბნის მიკრორაიონებს და ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-3 კვარტალს.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, გრაფიკი დაწესდა იმიტომ, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით სამგორის სათავე ნაგებობაზე რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს.

წყალი
წყალი

მასალების გადაბეჭდვის წესი