„ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში „პროვოკაციის საფრთხის გამო“ არ უშვებენ. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს უთხრა.
დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლა უნდოდა, თუმცა, როგორც მდინარაძე ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილების მიხედვით, მას უწყებაში არ შეუშვებენ. მდინარაძის თქმით, დადგენილებაში საუბარია პროვოკაციის საფრთხეზე, რაც შეიძლება მაჩალიკაშვილის შესვლასთან ერთად მოხდეს.
პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად დეპუტატი თინა ბოკუჩავა მივიდა. ბოკუჩავა შემდეგ პარლამენტშიც შევიდა, სადაც ჟურნალისტების წინ მდინარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო