ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს, ის შეუძლოდ გახდა

29 იანვარი, 2020 •
მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს, ის შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში გეგმავდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ბრიფინგის ჩატარებას, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.

მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად მივიდა. ბოკუჩავას თქმით, როგორც დეპუტატს, უფლება აქვს, ადგილზე, პარლამენტში დაუშვას საშვი მალხაზ მაჩალიკაშვილზე, თუმცა დაცვამ პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ბოკუჩავას შესთავაზა.

პარლამენტის დაცვასთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

ამ თემაზე:

მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო

მასალების გადაბეჭდვის წესი