ახალი ამბები

კბილების გათეთრება კლინიკასა და სახლის პირობებში [Video]

29 ივნისი, 2015 • • 4754
კბილების გათეთრება კლინიკასა და სახლის პირობებში [Video]

“სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილებს ვათეთრებთ მაღალპროცენტიანი მათეთრებელი ხსნარების გამოყენებით, რომელთა აქტივაცია ხდება სითბოს ან სინათლის სხვადასხვა წყაროს გამოყენებით. პროცედურის ხანგრძლივობა  30-დან 50 წუთამდეა.

 

კბილების ქიმიური გათეთრების წინ საჭიროა კბილების პროფესიული წმენდა. ამ მანიპულაციის დასრულებისთანავე, ვახდენთ კბილის ფერის განსაზღვრას, ვიცავთ ღრძილებს, კბილებს ვუსვამთ სპეციალურ მათეთრებელ გელს, რომლის აქტივაცია ხდება სინათლის, ან სითბოს წყაროს გამოყენებით. პროცედურის დასრულების შემდეგ, ჩამოვრეცხავთ გელს და კბილებს სხვა, ფტორის შემცველი სპეციალური გელით ვამუშავებთ”, – ამბობს ლანდა ურსმანაშვილი. მისივე თქმით, ის პაციენტებს კბილებს Beyond Polus-ის თანამედროვე აპარატის გამოყენებით უთეთრებს.

 

რაც შეეხება სახლის მეთოდით გათეთრებას, ლანდა ლურსმანაშვილის განმარტებით, ის მოიცავს პაციენტისთვის აღებული კბილის ანაბეჭდის საშუალებით ზედა და ქვედა ყბის კბილების კაპების დამზადებას. მათეთრებელი გელის შერჩევას, რომლის გამოყენებაც დასაშვებია 14 დღის განმავლობაში.

 

ამ შემთხვევაშიც წინასწარ განისაზღვრება კბილების ფერი, კბილების ანაბეჭდის მიხედვით ლაბორატორიაში მზადდება კაპები. აღნიშნულის შემდეგ სტომატოლოგი პაციენტს აცნობს ინფორმაციას კაპებისა და გელის გამოყენების შესახებ. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ პაციენტს სჭირდება სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა გათეთრებული კბილები დამუშავდეს ფტორის შემცველი გელით.

 

კბილების ქიმიური გათეთრება არ შეიძლება თუ კბილებზე არის ღრმა და ჭრელი პიგმენტაცია, თუ გვაქვს მრავლობითი კარიესი, ძლიერ არის მომატებული კბილების მგრძნობელობა და პაციენტი არის 17 წლამდე ასაკის. ასევე,ქიმიური გათეთრების უკუჩვენებაა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

 

პაციენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, აზიანებს თუ არა კბილების ქიმიური გათეთრება  კბლის მინანქარს. აღნიშნული პროცეუდრა კბილებისთვის სრულიად უსაფრთხოა, თუ არ არსებობს ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა ხელისშემლელი ფაქტორი“, – ამბობს ექიმი სტომატოლოგი ლანდა ლურსმანაშვილი. მისივე განმარტებით, გათეთრებული კბილების ხანგრძივი დროით შესანარჩუნებლად რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია: თავი უნდა დაანებოთ მოწევას, დაიცვათ ე.წ. თეთრი დიეტა, რაც გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყავა-ჩაისა და სხვა მუქი ფერის საკვებსა და სასმელზე უარის თქმას, გამოიყენეთ მომატებული მგრძნობელობის საწინააღმდეგო კბილის პასტა და ბოლოს, 6 თვეში ერთხელ ეწვიეთ სტომატოლოგს.

 

“ინდიგოს” სტომატოლოგიური რჩევების მისაღებად შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი იუთუბზე. ასევე, გაეცნოთ კლინიკის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე.

კონსულტაციაზე და ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომრებზე

თბილისი:

(+995 32) 2 731313; (+995) 514 311113

ბათუმი:

(+995) 514 131131 (+995 4 22) 27 11 81, (+995 4 22) 22 30 03

მასალების გადაბეჭდვის წესი