ახალი ამბებირეკლამა

ინდიგო გთავაზობთ სასწავლო კურსს ბავშვთა სტომატოლოგიაში

27 იანვარი, 2017 • 3698
ინდიგო გთავაზობთ სასწავლო კურსს ბავშვთა სტომატოლოგიაში

სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგო“ მორიგ სიახლეს სთავაზობს იმ სტომატოლოგებს, რომლებსაც სურთ დიპლომისშემდგომი განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით. ამჯერად, კლინიკა აცხადებს სასწავლო კურსს ბავშვთა სტომატოლოგიაში, რათა ამ სპეიციალიზაციის არმქონე ექიმებმა შეუფერხებლად შეძლონ  პატარა პაციენტების მომსახურება.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა სამთვიანია და მეცადინეობები გაიმართება კვირაში სამჯერ. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე – პრაქტიკულ მეცადინეობებს.

სასწავლო კურსი ბავშვთა სტომატოლოგიაში განკუთვნილია იმ ექიმი-სტომატოლოგებისთვის, რომლებსაც სარეზიდენტო პროგრამა თერაპიაში გავლილი აქვთ 2015 წლამდე. სწორედ ამ პერიოდამდე, ბავშვთა სტომატოლოგიისა და თერაპიის სასწავლო კურსები გაყოფილიყო იყო. მათ, ვინც მხოლოდ თერაპიულ სტომატოლოგიაში მიიღო დიპლომისშემდგომი განათლება, ბავშვებისთვის სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად სჭირდებათ კურსის გავლა ბავშვთა სტომატოლოგიაშიც.

„ინდიგოს“ მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსი გულისხმობს მსმენელების მიერ კვალიფიკაციის ამაღლებას აღნიშნული მიმართულებით. კონკრეტულად, ისინი შეისწავლიან ბავშვთა ასაკში თერაპიული სტომატოლოგიის შემდეგ ძირითად ასპექტებს:

  • ბავშვთა პირის ღრუსა და ყბა-კბილთა სისტემის ასაკობრივი  ანატომიურ-  ფიზიოლოგიური და ჰისტოლოგიური მახასიათებლები;
  • ბავშვთა ყბა-კბილთა სისტემის  ასაკობრივი განვითარების ვადები (სარძევე კბილთა ამოჭრისა და ექსფოლიაციის ვადები,  ახალგაზრდა მუდმივი კბილების ამოჭრისა და ფესვის ფორმირების-აპექსოგენეზის ვადები, მინანქრის მომწიფების ვადები);
  • სტომატოლოგიური დაავადებების მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში;
  • სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობის სპეციფიკა ბავშვთა ასაკში;
  • ბავშვთა ასაკში საბჟენ-სარესტავრაციო მასალების შერჩევის კრიტერიუმები;
  • ბავშვებისათვის სტომატოლოგიური სერვისის მიწოდების სპეციფიკა (ფსიქოლოგიურ-ასაკობრივი ასპექტების გათვალისწინება).

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო” აერთიანებს ორ  კლინიკას თბილისსა და ბათუმში, ასევე, ლაბორატორიასა და სასწავლო ცენტრს.   “ინდიგოს” სასწავლო ცენტრი უკვე წლებია ზრუნავს ექიმ–სტომატოლოგთა დიპლომისშემდგომ განათლებაზე.  უკვე წლებია, “ინდიგოს” სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გაიარეს თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა , საქართველოს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკაში აგრძელებენ საექიმო საქმიანობას.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე:

(+995 04 22) 22 30 03

(+995 04 22) 27 11 81

(+995) 514 131131

 მისამართი: . გორგილაძის 29, ბათუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი