Interviewsახალი ამბები

გერმანული წარმოების უნიკალური დენტალური მიკროსკოპი საქართველოში

30 ივნისი, 2017 • 11702
გერმანული წარმოების უნიკალური დენტალური მიკროსკოპი საქართველოში

ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, როგორ ახერხებენ ექიმი სტომატოლოგები პირის ღრუში ურთულესი მანიპულაციების ჩატარებას უწვრილესი სტომატოლოგიური ხელსაწყოებით. რა თქმა უნდა, მათი პროფესიონალიზმიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად უწევთ მუშაობა პირის ღრუში ერთი შეხედვით მიუდგომელ და შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელად შესამჩნევ ადგილებში. ექიმების შრომას უფრო სრულყოფილსა და უნაკლოს ხდის სამედიცინო ტექნოლოგიები, რომელიც დღითიდღე ვითარდება და იხვეწება.

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ბაზარზე პირველი დენტალური მიკროსკოპი გამოჩნდა. ეს, სულ რაღაც, 20 წლის წინ მოხდა. მას შემდეგ კი პროცესი ელვის სისწრაფით მიდის და ახლა ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიებიც კი არსებობს, რაზეც 1990-იანი წლების მიწურულს ვერც ვიოცნებებდით. განსაკუთრებით ეს ეხება მედიცინის სფეროს, მათ შორის, სტომატოლოგიასაც.

ევროპისა და ამერიკის სტომატოლოგიურ კლინიკებს უკვე ორი წელია გერმანული წარმოების ინოვაციური, უნიკალური დიზაინისა და ფუნქციების მქონე სამედიცინო მიკროსკოპი CJ-Optik Flexion იპყრობს. ამ მიკროსკოპის თითოეული ეგზემპლარის რომელიმე ქვეყნის კლინიკაში მიღება, როგორც წესი, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

CJ-Optik Flexion-ის პირველი მოდელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წლის მიწურულს გამოჩნდა. მანამდე იყო გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ევროპის სხვა არაერთი ქვეყნის კლინიკა. 2017 წლის ზაფხულიდან კი ეს სამედიცინო მიკროსკოპი საქართველოშიც, სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოში” დაიდებს ბინას და მოემსახურება პაციენტებს.

[blue_box]მაინც რატომ არის ასეთი განსაკუთრებული CJ-Optik Flexion?[/blue_box]

CJ-Optik Flexion მსოფლიოში პირველი მიკროსკოპია, რომელშიც ინტეგრირებულია LED განათება, აღნიშნული განათება გათვალისწინებულია DSLM კამერებით უმაღლესი ხარისხის 4K ვიდეოების გადასაღებად. აღნიშნული ხარისხის ვიდეო კი გულისხმობს უმაღლესი გარჩევადობის მქონე გამოსახულების მიღებას, სადაც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი დეტალებიც კი გამოჩნდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კბილის არხების მკურნალობისას. ამ მიკროსკოპს აქვს როგორც აიპადის, ისე სამედიცინო მონიტორის კვების წყაროს შესაერთებელი და რაც ყველაზე მთავარია: CJ-Optik Flexion აღჭურვილია MonoGlobe-ის მოძრაობის სისტემით, რაც საშუალებას აძლევს ექიმს, ნებისმიერი პოზიცია მიაღებინოს ხელსაწყოს და იმუშაოს კომფორტულად.  

მინიმალისტური, კომფორტული და სუპერთანამედროვე დიზაინისათვის, CJ-Optik Flexion-მა რამდენიმე თვის წინ German Design Award-ის სპეციალური ჯილდო მიიღო სამედიცინო პროდუქციის საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში. გერმანული დიზაინის ჯილდო 1953 წელს შეიქმნა გერმანიის პარლამენტის ინიციატივით. მას შემდეგ, ამ ჯილდოს გასცემს გერმანიის დიზაინის საბჭო, რომელიც მსოფლიო ინდუსტრიის სფეროში, დიზაინის მიმართულებით, საუკეთესო პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. German Design Award-ის მისაღებად ყოველწლიურად ისეთი მსოფლიო ბრენდები იბრძვიან, როგორიცაა BMW, მერსედესი, პორშე და ა.შ.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო”:

https://www.facebook.com/IndigoDentalClinics/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი