ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს. ამის შესახებ პოსტვ-ის გადაცემიდან გახდა ცნობილი, სადაც ლევან იზორია სტუმრად იმყოფება.
ლევან იზორია აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება.
როგორც მან პოსტვ-ის ეთერში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული და არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს.
იზორიას განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და თებერვალში გეგმავს გერმანიაში ჩასვლას.