ახალი ამბები

თინა ხიდაშელი ISIS-ის მიერ კავკასიაში ვილაიეთის ჩამოყალიბების გამო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ

28 ივნისი, 2015 • 979
თინა ხიდაშელი ISIS-ის მიერ კავკასიაში ვილაიეთის ჩამოყალიბების გამო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ

 

“ძალიან მძიმე დღეები იყო მთელი მსოფლიოსთვის. ჩრდილო კავკასია განსაკუთრებით, ვფიქრობ, არც აქამდე იყო ყველაზე უფრო მშვიდი ადგილი და ის საუბრები, რომელიც დღეს ჩვენ გვესმის ექსპერტების მხრიდან, ბუნებრივია, გარდა ამ საუბრებისა, არის კონკრეტული ინფორმაციები. დღეისათვის რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ხდება – არა, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიაზე, მეომრები მიდიან მათ ძალებში საბრძოლველად, ეს უკვე ძალიან სერიოზული შეშფოთების და წუხილის საგანია, რასაც სჭირდება ადეკვატური, პოზიტიური რეაგირება, როგორც ქართული სახელმწიფოს მხრიდან, ასევე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ცუდი არ იქნება, რომ რუსეთი უფრო მეტად კონცენტრირებული და დაკავებული იყოს სწორედ ჩრდილო კავკასიაში არსებული საფრთხეების, ერთი მხრივ, შეფასებით და მეორე მხრივ, მათზე რეაგირებით, ნაცვლად იმისა, რომ მეზობელ სახელმწიფოებში საომარ მოქმედებებს აწარმოებდეს. იმიტომ, რომ ეს არის საფრთხე იმ ტიპის, იმ ხარისხის, იმ მასშტაბის, რომელიც, თუ მას მიეცა განვითარების საშუალება, შესაძლებელია დამანგრეველი აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ზომის მიუხედავად. ამიტომ ყველა ერთობლივი ძალით უნდა ვიყოთ ამ საფრთხესთან ბრძოლაში ჩართული და არა ერთმანეთთან ბრძოლაში ჩართული” – თქვა მან.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი