ახალი ამბები

ISIS-ის ლიდერი ალ-ჰამეში ალ-ყურაში ლიკვიდირებულია – ბაიდენი

3 თებერვალი, 2022 •
ISIS-ის ლიდერი ალ-ჰამეში ალ-ყურაში ლიკვიდირებულია – ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS-ის) ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰამეში ალ-ყურაში.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ISIS-ის ლიდერი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ სირიაში იმალებოდა, შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების კომანდოსმა (შეიარაღებული ძალების სადესანტო-სადივერსიო ქვედანაყოფმა) მოკლა.

NYT წერს, რომ სარისკო სპეცოპერაციისას, მაშველების თანახმად, დაჯგუფების ლიდერის გარდა, 13 ადამიანი დაიხოცა, მათ შორის ბავშვები.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ კი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ალ-ყურაში ოპერაციის დასაწყისში მოკვდა, როდესაც თავად მოიყვანა მოქმედებაში ბომბი, რასაც მისი ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ, მათ შორის ქალები და ბავშვები.

„ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდა ოპერაციიდან“, – თქვა პრეზიდენტმა.

ალ-ყურაშის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ISIS-ის ყოფილი ლიდერის, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ იყო ძირითადი ფიგურა ტერორისტულ ორგანიზაციაში.

NYT-ის ცნობით, ალ-ყურაშის სიკვდილი მორიგი მნიშვნელოვანი დარტყმაა „ისლამურ სახელმწიფოზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი