ახალი ამბები

ამერიკის კინოაკადემიამ ზაზა ურუშაძე წევრად მიიწვია

28 ივნისი, 2015 •
ამერიკის კინოაკადემიამ ზაზა ურუშაძე წევრად მიიწვია

ზაზა ურუშაძე, რომლის ფილმიც “მანდარინები”  ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით ოსკარის 87-ე დაჯილდოვებაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოხვდა, თუმცა ოსკარი ვერ მოიპოვა, უკვე გამოეხმაურა ამ მიწვევას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე:

 

“გავხდი ოფიციალურად ამერიკის კინოაკადემიის წევრი) “- წერს ის.

 

ამერიკის კინოაკადემიამ წელს მნიშვნელოვნად გაზარდა ახალი წევრების რაოდენობა – წერს ჰოლივუდ – რეპორტერი.   გასულ წელს კინოკადემიამ 217  ახალი წევრი მიიღო, მანამდე კი ყოველწლიურად 100 ახალი წევრი ემატებოდა.

 

წელს მიწვეულთა შორის არიან ოსკარის გამარჯვებულები, მსახიობები, რეჟისორები, თუმცა ოსკარის ნომინატობა არაა იმის გარანტი, რომ მას აუცილებლად შესთავაზებენ კინოაკადემიის წევრობას.

ამერიკის კინოაკადემია ბოლო წლებში  ცდილობს გაზარდოს წევრების მრავალფეროვნება. აკადემიას ამჟამად დაახლოებით 6 ათასი წევრი ჰყავს.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიასთან დაკავშირებულ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ნომინირებული ფილმების ფოტოსესიაზე დოლბის თეატრში. © EPA 20.02.2015
რეჟისორი ზაზა ურუშაძე ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიასთან დაკავშირებულ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ნომინირებული ფილმების ფოტოსესიაზე დოლბის თეატრში. © EPA 20.02.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი