ახალი ამბები

ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი აჩუქეს

27 იანვარი, 2020 •
ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი აჩუქეს

საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს და თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი ველოსიპედი აჩუქეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვივიშვილი ფეისბუკზე ავრცელებს.

“ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა. ჩვენს ბრიტანელ სტუმარს ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა”, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

კერძოდ, კემპბელმა საჩუქრად მიიღო ველოსიპედი Bikes.ge-სგან, ორი ღამე სასტუმროში Best Western Gudauri , ტრადიციული ქართული ვახშამი და 2 ღამე ჰოსტელში Fabrika.


საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს.

როუან კემპბელი ამბობს, რომ ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ჰოსტელთან მოჰპარეს. “ერთ წელზე მეტია ვმოგზაურობ და ველოსიპედით 11 ქვეყანა და 7500 კმ გავიარე… მოგზაურობის გაგრძელება მინდა“, – წერს მოგზაური.

ბრიტანელ მოგზაურს, რომელმაც 7500 კმ გაიარა, თბილისში ველოსიპედი მოპარეს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი