ახალი ამბები

პოლიციამ კახეთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

25 იანვარი, 2020 •
პოლიციამ კახეთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, კ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ კასრისწყალში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებული დ. ს.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი