“სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალობაზე, და ჩემი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით უწყებამ ჩაიდინა დანაშაული”, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 23 იანვარს, მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო გახადა ინფორმაცია მისი შეხვედრების შესახებ.
23 იანვარს, საღამოს, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ეწერა, რომ სახალხო დამცველი საღამოს საათებში მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.
“მე არ მქონია თანმხობა ამ შეხვედრების გასაჯაროებაზე, შესაბამისად, არ გამისაჯაროებია”, – განაცხადა ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ დააყენებს მინისტრ თეა წულუკიანის, რომლის დაქვემდებარებაშია პენიტენციური სამსახური, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს მისი კონფიდენციალური შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო.
ლომჯარია ოქრუაშვილს და მერაბიშვილს შეხვდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური