სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თურქეთში საქართველოდან 5 450 წყლის კუ არალეგალურად გადაჰყავდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, მოქალაქეს წყლის კუები მსუბუქი ავტომობილის კარებში ჰყავდა დამალული. ავტომანქანაში დამალული კუები თურქმა მესაზღვრეებმა სპეციალური სკანერით აღმოაჩინეს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურს. ჩვენ დავინტერესდით, როგორ გაიარა ავტომანქანამ შემოწმება საბაჟოზე ისე, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა კონტრაბანდული კუებით დატვირთული ავტომობილი ვერ შენიშნეს.
შემოსავლების სამსახურის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.