ახალი ამბები

ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის

20 იანვარი, 2020 • 3681
ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის

ჩინეთმა დაადასტურა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანი ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ ავადდება.

ახალი ვირუსი, რომლემაც, სულ მცირე, 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხვდა.

CNN ჩინეთის ოფიციალური უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ადამიანებს თავდაპირველად ცხოველებიდან გადაედოთ, კერძოდ კი, თევზის ბაზრობაზე ნაყიდი პროდუქციიდან.

თავდაპირველად ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ კორონავირუსით ინფიცირებულები სხვა ქვეყნებშიც აღმოაჩინეს, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს კი დაავადების სიმპტომებზე ამოწმებენ.

“ჩვენთან შემოტანის რისკი ძალიან მინიმალურია, მხოლოდ თეორიული”, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯერჯერობით უცნობია ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი, თუმცა ერთ-ერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ასეთი, სულ მცირე, 1723 ადამიანია. 

ვრცლად ახალი ტიპის ამ ვირუსის შესახებ წაიკითხეთ:

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი