ახალი ამბები

ავსტრალიის ზოგ რეგიონში წვიმა მოვიდა, თუმცა ხანძრის 80 კერა ჯერ კიდევ მძვინვარებს

20 იანვარი, 2020 • 1219
ავსტრალიის ზოგ რეგიონში წვიმა მოვიდა, თუმცა ხანძრის 80 კერა ჯერ კიდევ მძვინვარებს

აღმოსავლეთ ავსტრალიაში შტორმების შედეგად ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც ხელი შეუწყო ხანძრებთან ბრძოლას, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კრიზისის „დასასრული ჯერ კიდევ შორსაა“.

BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის 80 კერა ჯერ კიდევ მძვინვარებს ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში, ხოლო მელბურნში და კანბერაში ძლიერი შტორმები იყო. შტორმებს პროგნოზირებენ ქვეყნის სხვა შტატებშიც. ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში აგრეთვე ძლიერი ქარია.

სექტემბრიდან დღემდე ხანძარს ავსტრალიაში ემსხვერპლა 30 ადამიანი, მილიარდამდე ცხოველი, განადგურდა 2 000 სახლი და 10 მილიონი ჰექტარის ფართობის ტერიტორია, რაც დაახლოებით ინგლისის ფართობის ზომაა.

ორშაბათს შტატ ვიქტორიის პრემიერმა, დენიალ ენდიუსმა განაცხადა, რომ წვიმა რეგიონს ძალიან დაეხმარა, თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი წინაა – ვიქტორიაში ხანძრების სეზონის პიკი თებერვლის პირველ კვირებზე მოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი