ახალი ამბები

ე.წ. მიონის ქარხნის შენობაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

19 იანვარი, 2020 • 1736
ე.წ. მიონის ქარხნის შენობაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის ქარხნის შენობაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

უწყების თქმით, ხანძარი, რომელიც შენობის მე-6 სართულზე განჩდა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო ბრიგადა. კაცი მეხანძრეებს შენობაში უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ბელიაშვილის ქუჩაძე ე.წ. მიონის შენობაში ცეცხლი გაჩნდა

მასალების გადაბეჭდვის წესი