დიღომში ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის ქარხნის შენობის მე-6 სართულზე ცეცხლი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო ბრიგადა, რომლებსაც მისვლისთანავე ღია ცეცხლი დახვდათ. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.
ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
[ინფორმაცია განახლდება]