ახალი ამბები

შოთაძის გარდა საბჭოს გენერალური პროკურორობის 16-მა კანდიდატმა მიმართა

17 იანვარი, 2020 •
შოთაძის გარდა საბჭოს გენერალური პროკურორობის 16-მა კანდიდატმა მიმართა

საპროკურორო საბჭოთვის გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენის ვადა დასრულდა. გენერალური პროკურორობა, ირაკლი შოთაძის გარდა, კიდევ 16 კანდიდატს სურს.

ამ კანდიდატებიდან საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. შერჩეულ კანდიდატს საბჭო უკვე პარლამენტს წარუდგენს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატების სია:

  •  გრიგოლ გაგნიძე – ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, წარადგინეს  ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”,  ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“,  ა(ა)იპ  ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.
  •  რაულ გამისონია – ადვოკატთა ასოციაციის წევრი, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.
  •  სოფიო შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, წარადგინა  ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“.
  •  პაატა გაბელია – ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი, წარადგინა ა(ა)იპ  „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.
  •  ფიქრია ზირაქაშვილი – შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი, წარადგინა ა(ა)იპ  „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.
  •  ვალერიან ვაჭარაძე – წარადგინა იურიდიულმა  კომპანიამ ,,ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“.
  •  მერაბ გამყრელიძე – საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა გენერალური პროკურორობის  კანდიდატად  დარეგისტრირების განაცხადით.
  • დავით კოდანაშვილმა – საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა გენერალური პროკურორობის  კანდიდატად  დარეგისტრირების განაცხადით.
  •  დავით ზირაქაშვილს  რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.
  • ვიქტორ ახალბედაშვილი – წარადგინა  ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“.
  •  კობა კობახიძე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, წარადგინა  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია
  •  ვალერი კვანტალიანი – ადვოკატთა ასოციაციის წევრი,  წარადგინა  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .
  • გელა ჩივაძე – წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ “დამცველი”.
  •  რამაზ ჩინჩალაძე – ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის  კანდიდატად  დარეგისტრირების განაცხადით.
  • ალექსანდრე კობაიძე – საპროკურორო საბჭოს პირადად მომართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
  •  ირაკლი შოთაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი, წარადგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე წარუდგინა, რომელიც  თანამდებობიდან 2018 წლის მაისში გადადგა. თანამდებობიდან წასვლას  წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი