ახალი ამბები

დუმამ მიშუსტინი რუსეთის პრემიერად დაამტკიცა

16 იანვარი, 2020 •
დუმამ მიშუსტინი რუსეთის პრემიერად დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ მიშუსტინი პრემიერად დაამტკიცა. ამის შესახებ სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

მიშუსტინს 383-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ იყო, თავი 41-მა დეპუტატმა შეიკავა.

მიშუსტინმა თანამდებობაზე დიმიტრი მედვედევი ჩაანაცვლა, რომელმაც მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ 15 იანვარს განაცხადა – ვლადიმერ პუტინის მიმართვის შემდეგ, სადაც უკანასკნელმა კონსტიტუციური ცვლილებების წინადადება გაახმიანა.

რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი