ახალი ამბები

ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

16 იანვარი, 2020 •
ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ვოლსკიმ “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა.

“ეს იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას, ძალიან ბევრი საქმე არის გახსნილი. სამწუხაროდ, რაღაც თემებია, რომელიც არა მარტო პროკურატურის, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში პრივალირებს, ვინაიდან პოლიტიკური დაძაბულობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მის გადადგომას, ვფიქრობ, იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე პირადად ამას არ ვეთანხმებოდი, ვინაიდან მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიაში მსჯელობა… მას პირადად, როგორც უკვე გამოჩნდა, არც არანაირი დანაშაული მიუძღოდა, არამედ, პრაქტიკულად, სათანადო დონეზე წარმართა გამოძიება… ასე რომ, ირაკლი შოთაძეს მე პირადად მხარს დავუჭერ”, – განმარტა ვოლსკიმ.

შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. დღეს, 16 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ  საპროკურორო საბჭოს პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად წარუგდინეს. თავის მხრივ, საპროკურორო საბჭომ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს პარლამენტს, საიდანაც მთავარ პროკურორს აირჩევენ.

ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი