ახალი ამბები

ივანიშვილი სტიქიის შემდეგ “პანორამა თბილისზე” აზრის შეცვლას სასაცილოს უწოდებს

18 ივნისი, 2015 •
ივანიშვილი სტიქიის შემდეგ “პანორამა თბილისზე” აზრის შეცვლას სასაცილოს უწოდებს

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, სტიქიის შემდეგ ხომ არ შეიცვალა აზრი “პანორამა თბილისის” პროექტის თაობაზე, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამგვარი კითხვა სასაცილოა. 

 

“ეს ახლა სასაცილოა. თქვენ რომ ჟურნალისტი მაგას მეკითხებით.. კი, ბატონო, ელისაშვილიც ჟურნალისტი იყო, ისეთი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო ელისაშვილმა, რომ ვეღარ გაიმეორებს.. ეს პროექტი ლანდშაფტზეა მორგებული, მას აქვს ხიბლი იმ ადგილზე, სადაც გაკეთდა. მე ვუპასუხე ელისაშვილს, ამის გადატანა აბსურდია, ეს მე შევადარე მის ყოფილ აბსურდს, როცა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას სტაგნაცია უწოდა. აჩვენა, რომ დილეტანტია ეკონომიკაში, უფრო დიდი დილეტანტობაა ასეთი შეკითხვა.”

 

“რელიეფზე ასეთი მორგებული პროექტი ქალაქის ცენტრში, როგორ შეიძლება გადაიტანო, ეს იგივეა, არ გინდა აშენება. სხვა ვერაფერი ვერ ნახა. უამრავ კანონდარღვევაში მდებდა ბრალს, რომ ქალაქს ვანგრევ. მკვლელობები არ დაუბრალებია, ყველაფერი დამაბრალა და ბოლოს წაიღო ყველაფერი და დაიტოვა ეს: აი, კარგი პროექტია, მაგრამ სხვაგან ააშენოს. ვერ აცნობიერებს და ჰქონია, რომ თავი შეაფარა. ეს ძალიან საინტერესო პროექტია, რატომ უნდა გაგიჩნდეს ეს?”, – ამბობს ივანიშვილი.

 

ივანიშვილის თქმით, “პანორამა თბილისს” თავს ესხმოდნენ შეგნებულად იმიტომ, რომ  პროექტს მასთან ჰქონდა კავშირი, ხოლო პროექტის კრიტიკოსები არც იცნობდნენ აღნიშნულ პროექტს, ისე აკრიტიკებდნენ.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, საჭიროა თუ არა განაშენიანების რეგულაციების გამკაცრება თბილისში, დადებითად უპასუხა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ თბილისის პროფესიონალი არქიტექტორები სჭირდება. ძალიან დიდი პრობლემაა ამ მხრივ, ჩვენ უნდა გვყვავდეს პროფესიონალი გუნდი არქიტექტორების, ჩვენ უნდა გვყვადეს სოლიდური სპეციალისტებით  დაკომპლექტებული გუნდი, ვინც მოახერხებს სიტუაციის კუთხის გარდატეხას. არქიტექტურული პროცესები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან ჩვენ გვაკლია გამოცდილება, პროფესიონალები, და უნდა გამკაცრდეს, მეც აქა ვარ, რაც მთავარია, უნდა გამკაცრდეს გარემოს ზედამხედველობის როლი”, – ამბობს ივანიშვილი. 

 

ივანიშვილს მიაჩნია, რომ ჰესების მშენებლობა აუცილებლად მკაცრ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და ისე უნდა განხორციელდეეს, სანამ “მაღალი დონის” პროექტები არ იქნება.

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი