ახალი ამბები

გრიპის ვაქცინის 4000 დოზის სტრატეგიული მარაგი გვაქვს – გამყრელიძე

11 იანვარი, 2020 • 1364
გრიპის ვაქცინის 4000 დოზის სტრატეგიული მარაგი გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით ამ დროის მონაცემებით საქართველოში გრიპის ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყანას ვაქცინის 4000 დოზა აქვს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს, დღევანდელი რიცხვით 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკ ჯგუფებისთვის. რისკ ჯგუფებს ყოველდღიური ჩემი გამოსვლისას ვთხოვ, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, ვთხოვ, მობრძნადით, არავიზე დაბრკოლება არ არის. ასევე ვთხოვ დიაბეტიანებს, მობრძანდნენ პოლიკლინიკაში და აიცრან” – განაცხადა გამყრელიძემ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წინა სეზონთან მიმართებაში უკეთესი მაჩვენებელია:

“გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წინა სეზონთან მიმართებაში უფრო მშვიდად ვართ, რა თქმა უნდა ზამთარია და ზამთარში გრიპი ყოველთვის არის და იქნება. ახლა მოსახლეობის 80%-ში ცირკულირებს და პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი და ის ხასიათდება შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით, ამიტომ წელს ჯერჯერობით უფრო მშვიდი სეზონია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. წინა კვირას ჩვენ გვქონდა ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 191 და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ანალოგიურ კვირაში 42% გვქონდა”, – განმარტავს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მზარდი პიკი ქვეყანაში დეკემბრის ბოლო სამი კვირა იყო, თუმცა ამ პიკმა გადაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი