56 წლის ლევან აბზიანიძე 17 ივნისს ღამით ქუთაისში, რუსთაველის პარკში, გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილის ახლობლები ტელეკომპანია “რუსთავი 2” -თან საუბარში აცხადებენ, რომ აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი შარდმდენი აბები გახდა, რომელიც მას ნარკოლოგიური სემოწმების მიზნით დაალევინეს:
“პოლიციამ წაიყვანა ნარკოტესტზე. ოჯახის წევრებთან უთქვამს, სამი კაკალი შარდმდენი დამალევინესო. არაფერი არ აღმოჩენია ,მაგრამ ამ სამმა კალალმა შარდმდენმა ალბათ დაუგდო წნევა, გახდა ცუდად და სიტყვა ვერ თქვა, გათავდა კაცი”-აცხადებენ ახლობლები.
“ლევან აბზიანიძეს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა. მას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება და პოლიციამ გაუშვა. ამ დროისათვის დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი”- აცხადებენ შს სამინისტროში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.