ახალი ამბები

ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანის და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები აეკრძალათ

8 იანვარი, 2020 • 1431
ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანის და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები აეკრძალათ

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ის საავიაციო კომპანიებს ირანის, ერაყის, ომანის ყურისა და ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ საჰაერო სივრცეში ფრენები ეკრძალებათ. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც 8 იანვარს ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის ბრძანებით, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ირანელი გენერალი ყასემ სოლეომანი დაიღუპა.

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

მასალების გადაბეჭდვის წესი