ახალი ამბები

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა გამოაცხადა – გვარამია

6 იანვარი, 2020 • 1028
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა გამოაცხადა – გვარამია

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა გამოაცხადა, ამბობს მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატია.

„ახლა გამოვედი დეკანოზ მამალაძისგან… შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს“, – წერს ნიკა გვარამია, რომელიც გლდანის ციხეში დღეს, 6 იანვარს, მივიდა დეკანოზთან შესახვედრად.

„დღეს დეკანოზმა დარეკა ჩემთან, ჩვენ დავიწყეთ საუბარი და მე მინდოდა ჩაწერა მასთან საუბრის და ვთხოვე, რომ ერთ წუთში გადმოერეკა, რომ ჩამერთო ტელეფონი შესაბამის რეჟიმზე. არ გადმოარეკინეს. ასე ხდება ხოლმე. ჩემთან ან მთავარ არხთან როცა რეკავს, აღარ აძლევენ განმეორებითი ზარის შესაძლებლობას. ამიტომ მოვედი”, – განაცხადა გვარამიამ.

6 იანვარს პრეზიდენტმა უარი თქვა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 8 ნოემბერს მიმართა.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი