ახალი ამბები

მზიურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილთა რაოდენობა 14–მდე გაიზარდა

15 ივნისი, 2015 •
მზიურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილთა რაოდენობა 14–მდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, მამაკაცი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული. 

 
 
ამ დროისთვის გარდაცვლილთაგან 12 ადამიანის ვინაობა არის ცნობილი. 
 

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

 

მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი