თბილისში, პარლამენტის წინ, საახალწლო ბაზრობისა და ატრაქციონების განთავსებას „შეცვალეს“ აქტივისტები აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წუხელ, 31 დეკემბერს, თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ განთავსებული კარვები აიღეს საშობაო მარკეტის მოწყობის მიზნით.

აქტივისტები ცდილობენ საპროტესტო პლაკატების გაკვრას, რომელზეც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაშავებული სხვადასხვა ადამიანია გამოსახული. თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. „გახარიას ამოთხრილი თვალები დაავიწყდათ“, – ისმის აქციაზე. – „აქ ხელისუფლებამ დაღვარა აქციის მონაწილეების სისხლი, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდნენ“.

პარლამენტის წინ ტერიტორია კარვებისგან წუხელ, 31 დეკემბერს, გვიან ღამით გაწმინდეს და ბატუტი დაამონტაჟეს.

წუხელვე პოლიციამ 9 აქტივისტი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი და ნოდარ რუხაძე.

დედაქალაქის მერიაში კი განაცხადეს, რომ „წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ“.