ახალი ამბები

„გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია“ – სუს-ი

28 დეკემბერი, 2019 • 1416
„გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია“ – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაფრინდაშვილი ცხინვალის საპატიმროდან დღეს დილით გაათავისუფლეს და ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი, ამ წუთას, როგორც მოგახსენეთ, იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით, უფრო მეტი დეტალის გაზიარებას შევძლებთ,“ – ამბობს სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ჟურნალისტებთან.


გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

გაფრინდაშვილი გამოუშვეს, ის უკვე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა

მასალების გადაბეჭდვის წესი