გაფრინდაშვილი გამოუშვეს, ის უკვე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო დატოვა და იგი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. გაფრინდაშვილი 13:00 საათისთვის გორში, პოლიციის სამმართველოში იმყოფება. სუს-ის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „კარგია“. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების … ვრცლად გაფრინდაშვილი გამოუშვეს, ის უკვე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა