ახალი ამბები

გაფრინდაშვილი გამოუშვეს, ის უკვე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა

28 დეკემბერი, 2019 • 2442
გაფრინდაშვილი გამოუშვეს, ის უკვე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო დატოვა და იგი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

გაფრინდაშვილი 13:00 საათისთვის გორში, პოლიციის სამმართველოში იმყოფება. სუს-ის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „კარგია“.

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი