ახალი ამბები

“გაზპრომმა” უკრაინის “ნაფტოგაზს” 2.9 მილიარდი დოლარი გადაუხადა

27 დეკემბერი, 2019 • 1593
“გაზპრომმა” უკრაინის “ნაფტოგაზს” 2.9 მილიარდი დოლარი გადაუხადა

სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, რუსულმა სახელმწიფო კომპანია “გაზპრომმა” უკრაინულ “ნაფტოგაზს” 2.9 მილიარდი დილარი გადაუხადა. საქმე ეხება რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ შეუსრულებელ სატრანზიტო ვალდებულებებს, გატარებული გაზის საფასურის გადაუხდელობასა და სხვა საკითხებს, რის გამოც 2014 წელს “ნაფტოგაზმა”  არბიტრაჟს მიმართა. 2017 წელს არბიტრაჟმა “გაზპრომს” უკრაინული კომპანიისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც “ნოვაია გაზეტა” 27 დეკემბერს წერს, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ დაკისრებული თანხა უკვე გადაიხადა. თავის მხრივ, უკრაინული “ნაფტოგაზი” უარს ამბობს სამართლებრი დავაზე და არბიტრაჟში შეტანილ სარჩელზე, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში შეიტანა და რომლის მიხედვითაც, რუსულ ენერგოგიგანტს დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს სთხოვდა.

ამას გარდა, როგორვ DW წერს, 21 დეკემბერს რუსეთ-უკრაინას შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, გაზპრომი უკრაინის გავლით ევროპას შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში გაზს მიაწვდის. შეთანხმების შემდეგ, 2020 წელს, უკრაინა დაახლოებით 65 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, მომდევნო წლებში კი გატარებული გაზის მოცულობა დაახლოებით 40 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

როგორც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, ახალი შეთანხმებით ტრანზიტის ტარიფიც გაზრდილია. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების ნაწილისთვისაც, რადგან ეს მათ რუსული გაზის ათვისების საშუალებას აძლევს. “გაზპრომი” ევროპას გაზს სწორედ უკრაინის გავლით აწვდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი