ახალი ამბები

გაზპრომი რეკორდულ, $41.75-მილიარდიან მოგებაზე გავიდა

1 სექტემბერი, 2022 •
გაზპრომი რეკორდულ, $41.75-მილიარდიან მოგებაზე გავიდა

რუსული ენერგო გიგანტი „გაზპრომი“ აცხადებს, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში რეკორდულ, 41.75-მილიარდიან მოგებაზე გავიდა.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული შედეგები მას შუალედური დივიდენდების გადახდის საშუალებას აძლევს.

კომპანია თითო აქციის მფლობელს 0.85 აშშ დოლარს გადაუხდის. კომპანიის ყველაზე დიდი მეწილე და შესაბამისად, აქციების მფლობელი რუსეთის ფედერაციაა.

„მიუხედავად სანქციების ზეწოლისა და არასასურველი საგარეო გარემოსა, გაზპრომმა შეძლო დაეფიქსირებუნა რეკორდული შემოსავლები და წმინდა მოგება 2022 წლის პირველ ნახევარში. ამავდროულად, წმინდა ვალი და ვალდებულებები მინიმუმამდე შემცირდა“, – განაცხადა ფამილ სადიგოვმა, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილეა.

დასავლეთმა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ მანამდე უპრეცედენტო სანქციები შემოიღო.

სანაცვლოდ, რუსეთის მიერ დაწყებულმა ენერგო მანიპულაციებმა ევროპაში მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგიის ფასი, რაც კომპანიის შემოსავლებზე დადებითად აისახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი