ახალი ამბები

Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილი 2019-ში $525 მილიონით გამდიდრდა

27 დეკემბერი, 2019 • 1475
Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილი 2019-ში $525 მილიონით გამდიდრდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს კიდევ უფრო გამდიდრდა. ბოლო ერთ წელიწადში მისი ქონება 525 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც 1.5 მილიარდი ლარია.

Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილის ქონება 2019 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, 5.52 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 374-ე ადგილს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი