ნეტგაზეთი | „პირწმინდად მოიტყუა“ – მაჭავარიანი გრიგოლიაზე „პირწმინდად მოიტყუა“ – მაჭავარიანი გრიგოლიაზე – Netgazeti
RU | GE  

„პირწმინდად მოიტყუა“ – მაჭავარიანი გრიგოლიაზე

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიცრუეს უწოდებს ტვ პირველის დირექტორის, ინგა გრიგოლიას მონათხრობს, რომლის თანახმადაც, თავის წინამორბედ მინისტრებს „უტრაკოები“ უწოდა.

ტელეკომპანია პირველის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც ტელევიზიებზე ინკასოს დადების საკითხს განიხილავდნენ, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებზე თქვა, რომ ისინი „უტრაკოები იყვნენ“.

პასუხად ვანო მაჭავარიანმა თქვა: „ერთმნიშვნელოვნად ტყუილია. იციან ზუსტად. ჩაიხედონ გულში… გადასახადი გადაიხადონ და უარესი დამაბრალონ, არ არის პრობლემა“, – თქვა მაჭავარიანმა.

ინგა გრიგოლიას ნათქვამი შეხვედრაზე მყოფმა სხვა ადამიანებმა დაადასტურეს, მაგალითად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com