ახალი ამბები

პროკურატურისთვის, შსს-სა და სდსს-სთვის 6.6 მილიონად ავტომობილები შეიძინეს

27 დეკემბერი, 2019 • 1426
პროკურატურისთვის, შსს-სა და სდსს-სთვის 6.6 მილიონად ავტომობილები შეიძინეს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ აუქციონის გარეშე, კონსოლიდირებული ტენდერით, 100-მდე ახალი, ჰიბრიდული ავტომობილი შეიძინა “ჰიუნდაისგან”.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ოპერატიული დანიშნულების 100-მდე ავტომობილი განკუთვნილია საქართველოს პროკურატურისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის. დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილების აღნიშნული რაოდნეობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.

ავტომობილების ეს რაოდენობა სახელმწიფო უწყებას “ჰიუნდაიმ” უნდა მიაწოდოს, რის სანაცვლოდაც კომპანიას 6 621 200 ლარს გადაუხდიან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება, რომელიც 2020 წლის 31 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს ახალი, ჰიბრიდული ძრავით და შერეული წვის ხარჯი 100 კილომეტრზე 5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი