ახალი ამბები

“ჯანდაცვის სამინისტრო ცოტნეს მონაცემებს უცხოურ კლინიკებში აგზავნის” – გამსახურდიას ცოლი

26 დეკემბერი, 2019 • 1442
“ჯანდაცვის სამინისტრო ცოტნეს მონაცემებს უცხოურ კლინიკებში აგზავნის” – გამსახურდიას ცოლი

ცოტნე გამსახურდიას ცოლი, ანა ჯაბაური ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცნობებს სხვადასხვა უცხოურ კლინიკებში უკვე აგზავნის, რათა პაციენტის გადაყვანა დროულად მოხერხდეს.

როგორც ჯაბაური ამბობს, გამსახურდიას ყველა სასიცოცხლო ფუნქცია აღუდგა და ამ დრომდე გართულებებსაც არ ჰქონია ადგილი, თუცა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ოჯახი მიიჩნევს, რომ უმჯობესია მისი ევროპის რომელიმე კლინიკაში გადაყვანა მოხდეს, სადაც ხელოვნური ნარკოზიდან გამოიყვანენ:

“ცოტნეს ჯანმრთელობა არის სტაბილური, თუმცა მძიმედ რჩება. ის არის ხელოვნურ ძილში. შოკიდან გამოვიდა პირველი 24 საათის გნამავლობაში, ყველა მისის სასიცოცხლო ფუნქცია აღდგა, მაგრამ თავის ტრავმების გამო საჭიროა ხელოვნური ძილის ფაზაში იყოს. ჯერჯერობით გართულებებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მოსალოდნელი და შესაძლო გართულებების მზაობისთვის გვინდა გადავიყვანოთ უცხოეთის კლინიკაში, სავარაუდოდ, ევროპაში. შევხვდი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელიც უვე აგზავნიან მის მდგომაროებას სხვადასხვა კლინიკებში. სასურველია, რომ დროში არ გაიწელოს, მაგრამ მობილიზებული არიან, რომ ეს არ გაიწელოს დროში. სასურველია მოხდეს იქ მისი გამოღვიძება”, – ამბობს ცოტნე გამსახურდიას ცოლი.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა.

ამჟამად ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი