ახალი ამბები

ნავალნი დააკავეს, მისი ფონდის კარი შეანგრიეს [ვიდეო]

26 დეკემბერი, 2019 • 1732
ნავალნი დააკავეს, მისი ფონდის კარი შეანგრიეს [ვიდეო]

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულ “კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ ძალოვნები შევიდნენ. ოფისში შესასვლელად ძალოვნებმა კარი გახერხეს.

როგორც ნავალნის პრეს-სპიკერი კირა იარმიში წერს, ნავალნი დაკავებულია: „ალექსეი [ნავალნი] ძალის გამოყენებით დააკავეს და წაიყვანეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დანარჩენები ახლახან გამოუშვეს. კორუფციასთან ბრძოლის ფონდში იურისტები დარჩნენ, იქ ახლა ჩხრეკა მიმდინარეობს“.


„РБК“ წერს, რომ ძალოვანი უწყებები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ მიმდინარე მოვლენებზე.

აქამდე, 2019 წლის აგვისტოში, საგამოძიებო კომიტეტმა ფონდის წინააღმდეგ საქმე აღძრა ფულის გათეთრების ბრალდებით, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ნავალნის ფონდი უცხოელი აგენტების სიაში შეიტანა.

ნავალნის ფონდი რუსეთმა უცხოურ აგენტთა სიაში შეიყვანა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი