ახალი ამბები

“დგას საკითხი ცოტნეს საზღარგარეთის კლინიკაში გადაყვანის” – კოკო გამსახურდია

26 დეკემბერი, 2019 • 1363
“დგას საკითხი ცოტნეს საზღარგარეთის კლინიკაში გადაყვანის” – კოკო გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, დადგა საკითხი, რომ ცოტნე გამსახურდია საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაიყვანონ.

მისი თქმით, გამსახურდიას უცხოეთში მას შემდეგ წაიყვანენ, რაც მოხდება მისი ნარკოზიდან გამოყვანა და გაგრძელდება მკურნალობა, რის შემდეგაც რეაბილიტაციაზე გადავა:

“ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში, სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის” ,- წერს გამსახურდია საკუთარ ფეისბუკზე.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა.

ამჟამად ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი