კომპანია აცხადებს, რომ ბრიგადები მუშაობენ იმისთვის, რომ დღის ბოლომდე აღდგეს ელექტოენერგიის მიწოდება.
“თელასის” განცხადებით, ელექტოენერგია დღის 12 საათისთვის არ მიეწოდება დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს, ასევე, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს,
ამის მიზეზი ვერა 1 და ვერა2-ზე მომხდარი ავარიაა. “თელასის” განმარტებით, სანაპიროზე მიწის ნაწილმა დაიწია და ორი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მოიყოლა ქვეშ.
“თელასის” განმარტებით, გმირთა მოედანზე შექმნილი მდგომარეობის გამო ბრიგადებს საშუალება არ ჰქონდათ, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყოთ, თუმცა ვითარების გამოსწორების შემდეგ დაადგინეს ავარიის წერტილები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მასშტაბური ავარიის გარდა, მცირე შეფერხება არის თამარაშვილის ქუჩასა და ალექსიძის ქუჩაზე, სადაც “თელასის” ბრიგადები მუშაობენ.
“თელასის” ცნობით, მაღალი ძაბვის ქვესადგურში, საბურთალო 1-ში, შექმნილი იყო კრიტიკული ვითარება, რადგან დაიტბორა ქვესადგურის ტერიტორია და მაშველებმა დროულად ამოტუმბეს დატბორილი ტერიტორია და აღნიშნული ქვესადგური გამართულად მუშაობს.