ახალი ამბები

“შეიძლება, 2-3 ადამიანზე არის კითხვები” – თალაკვაძე უზენაესის მოსამართლეებზე

25 დეკემბერი, 2019 • 1002
“შეიძლება, 2-3 ადამიანზე არის კითხვები” – თალაკვაძე უზენაესის მოსამართლეებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” აცხადებს, რომ  პარლამენტის მიერ დამტკიცებული უზენაესის  2-3 მოსამართლის გამო, რომელთა მიმართად კითხვები არსებობს, მმართველი მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით პროგრესს ხაზი არ უნდა გადაესვას:

“ვინ შეუქმნა რეპუტაციული პრობლემები ამ ხალხს, თვითონ შეიქმნეს? დარმწუნებული ხართ? ვინ დავამტკიცეთ ჩვენი ისეთ ადამიანი, რომელსაც ისეთი რეპუტაციული ზიანი აქვს, შეიძლება 2-3 ადამიანზე არის კითხვები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის გამო როგორ შეიძლება [ხაზი გადავუსვათ პროგრესს]. 10-ს გვთხოვდნენ, 12 ახალი დავამტკიცეთ, ორით გადავაჭარბეთ.

[…] სასამართლო იდეალური არ არის არცერთ ქვეყანაში და, მით უმეტეს, იდეალური ვერ იქნებოდა პროცესი, რომელიც პირველად ჩატარდა ქვეყანაში, მაგრამ გაკვირვებას იცით რა იწვევს? როდესაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არანაირი შერჩევის პროცესი არ არსებობდა, როდესაც მოსამართლეების კანდიდატურებს ასახელებდნენ პრეზიდენტები და ამას პარლამენტი უდასტურებდა ნოტარიუსივით, რაზეც არავის ხმა არ ამოუღია არასოდეს. სამი ადამიანის გამო უნდა გადავუსვათ ხაზი იმიტომ, რომ სამ ადამიანთან არსებობს კითხვები?” ,- ამბობს არჩილ თალაკვაძე გადაცემაში “პოლიტმეტრი”.

ვინ არიან და რა საქმეებში ფიგურირებენ უზენაესში უვადოდ დამტკიცებული მოსამართლეები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი