ახალი ამბები

საჭირო იყო ქართული სული დაგვებრუნებინა, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ სასახლეში – ზურაბიშვილი

24 დეკემბერი, 2019 • 939
საჭირო იყო ქართული სული დაგვებრუნებინა, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ სასახლეში – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც პრეზიდენტის სასახლის ავლაბრიდან ორბელიანის მოედანზე გადატანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

როგორც ზურაბიშვილმა გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” განაცხადა, პრეზიდენტის ყოფილი სასახლე თავისი პომპეზურობით და ქალაქში მდებარეობით დღევანდელ პრეზიდენტის როლს არ ასახავდა.

“საპარლამენტო რესპუბლიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. ის სასახლე გადაწყვეტილია, რომ იყოს ცერემონიების სასახლე. ეს [ორბელიანების სასახლე] არის ევროპული და ქართული სტილის. ევროპაში სწორედ ასეთ სასახლეებში არიან და არა ძალიან მასშტაბურში. აქ საჭირო იყო, რომ ის ქართული სულიც დაგვებრუნებინა, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ სასახლეში. ქართული სული იმ ოჯახების, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და წარმოადგენდნენ ჩვენი ბოლო ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ფურცელს…”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ავლაბრის რეზიდენცია აშენდა იმ დროს, როდესაც ხარჯების ოპტიმიზაციაზე არ ფიქრობდნენ. ზურაბიშვილი შეეხო ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის საკითხსაც და თქვა, რომ მთავრობას მის საკონფერენციო სივრცედ მოწყობას სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი