ახალი ამბები

შსს-მ ლაგოდეხში მკვლელობა გახსნა

13 ივნისი, 2015 •
შსს-მ ლაგოდეხში მკვლელობა გახსნა

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში ურთიერთშელაპარაკებისას მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.


დაჭრილებიდან ერთი პირი მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო მეორე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი